|
2019-12-02 13:09:52, 1446 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მელიას განაჩენი თუ გამამტყუნებელია, პარლამენტი შესაბამის პროცედურებს განახორციელებს.
„მელიას განაჩენი თუ გამამტყუნებელია, პარლამენტი შესაბამის პროცედურებს განახორციელებს",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება „პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. თუ სასამართლომ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია მას უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მე არ ვიცი კონკრეტულად, ბატონი მელიას მიმართ რა გადაწყვეტილება არის გამოტანილი, თუმცა ეს თუ არის გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ ბუნებრივია, პარლამენტი იქნება ვალდებული შესაბამისი პროცედურები განახორციელოს“,- განაცხადა კახიანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)