15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 16:35:17, 4009 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას ზრდის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას ზრდის.

ამიერიდან სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოეყოფა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში 10 000 ლარი.

საკითხზე აჭარის მთავრობის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და დადებითად გადაწყვიტეს. ცვლილება  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით  მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N-14 დადგენილებაში აისახება, რომელიც არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესს.

2019 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 22 ოჯახს გაეწია, გამოყოფილმა თანხამ 197 843 ლარი შეადგინა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics