|
2019-11-29 14:20:46, 1317 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი: ვფიქრობთ, დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და მეტი ესაუბრონ ერთმანეთს
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიალოგი შედგება. „როგორც ჩანს, ხვალ დიალოგი შედგება. გვჯერა, არსებობს ამის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. როგორც ვიცით, ხვალინდელი დღის წესრიგის მიხედვით, განხილული იქნება გერმანული მოდელი და სხვა საკითხები, რომლებიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება. გარდა ამისა, ველოდებით უფრო ფართო დისკუსიას არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. კარგია, რომ როგორც იქნა, ვმოძრაობთ პირდაპირი დიალოგის მიმართულებით. ჩვენ მოგვიწევს ქმედითი და ამავე დროს წარმომადგენლობითი ფორმატის მოძიება“, - განაცხადა ჰარცელმა. მისივე თქმით, დემონსტრანტებს საკუთარი აზრის გამოხატვის სრული უფლება აქვთ, თუმცე ეს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს არ უნდა გაცდეს. „სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას ისარგებლონ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უფლებით. ასევე მიგვაჩნია, აზრის გამოხატვა უნდა იყოს კანონიერად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს რჩება ევროკავშირის პრინციპულ პოზიციად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)