02:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 12:44:46, 1330 ნახვა

პოლიტიკა
დიპკორპუსის ინიციატივით, ხვალ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვდრა გაიმართება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გაიმართება და მას თავად დიპკორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში. საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. განხილვის ერთ-ერთი საგანი გერმანული მოდელი იქნება. თუმცა, იმხელა შეუსაბამობაა კონსტიტუციასა და ე.წ. გერმანულ მოდელს შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნაა საჭირო, მეტი არაფერი. ამის მიღმა ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics