|
2019-11-28 19:39:23, 1176 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხორციელებაში მხრადაჭერა აღუთქვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ევროპის საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევასა და ორგანიზაციის პრინციპებისა და ღირებულებების ეფექტურ რეალიზებაში საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები -ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. აღინიშნა, რომ მოცემული პრიორიტეტები აქტუალურია და ეხმიანება არა მხოლოდ ევროპის საბჭოს, არამედ ზოგადად, ევროპის კონტინენტზე არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ ერთობლივ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდშია დაგეგმილი. ასამბლეის პრეზიდენტმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ყველა იმ პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც ქვეყანამ წარადგინა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეროვნულ დონეზე საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეასთან. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის, ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე; ხაზი გაესვა მსგავსი ფაქტების მიუღებლობას და საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციის აუცილებლობას.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)