|
2015-07-22 15:47:01, 476 ნახვა
პოლიტიკა
„საზღვრებს რუსები არ უნდა გვიდგენდნენ“ - აქცია გორში
მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა , რომელზეც იმსჯელეს ბოლო დროს სოფელ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზე და არსებულ სიტუაციაზე. მოგვიანებით კი შეუერთდნენ ახალგაზრდების მიერ მოეწყო სოლიდარობის აქცია ხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად. რომელიც ორგანიზაციის ოფისიდან მსვლელობით დაიწყო. „საზღვრებს რუსები არ უნდა გვიდგენდნენ“,“გაერთიანდი დეოკუპაციისთვის“, „დროა გადადგა ქმედითი ნაბიჯი“ მსგავის სახის მოწოდებები ისმოდა დღეს აქციაზე „ახალგაზრდები დეოკუპაციისთვბის“ რომელიც გორში თეატრის ბაღში გაიმართა,მშვიდობიან საპროტესტო აქციას ორგანიზება გორელმა ახალგაზრდებმა,მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაუწიეს.აქციასთან დაკავშირებით მოწოდებები და ვიდეორგოლები სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.აქცია თავდაპირველად დაანონსებული სოფელ ხურვალეთში იყო იქ სადაც ე.წ. „ბორდერიზაცია“ დღემდე გრძელდება,თუმცა ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ორგანიზატორებმა მისი გამართვის ადგილი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით შეცვალეს.მშვიდობიან საპროტესტო აქციას საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეუერთდნენ,ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და საქართველოში არსებული მდგომარეობის გაპროტესტებისკენ მოუწოდებდნენ.სოლიდარობის აქციას სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი ორგანიზაციები.აქციას ადგილობრივი მოსახლეობაც შემოუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)