02:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 13:19:59, 1271 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია ჩამოყალიბებული

პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.


„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში. სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი, სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში და დღეს დილიდან ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ნერვიულ კომენტარებს. მათ ჩაიხედეს სარკეში! ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 
პარლამენტის წევრმა პარტიის თავმჯდომარის მიერ 2020 საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაძლო რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პარტიამ შესაბამისი საარჩევნო შედეგები მიიღოს.
 
„ჩვენი გათვლა სწორედ ეს არის, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან ნიშნულს და ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ვიდრე ოპოზიცია დაკავებულია დესტრუქციული, ასე ვთქვათ, მოქმედებების დაგეგმვით ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შესაბამისი საარჩევნო შედეგი მივიღოთ. საარჩევნო შედეგის მთავარი პირობა საზოგადოების მხარდაჭერაა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი იყოს ნაჩვენები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics