|
2019-11-28 12:32:08, 1513 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის ეზოში ნიკა მელიასა და ბექა ოდიშარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შენობის ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ნიკა მელია ცდილობდა ბექა ოდიშარია გაეჩერებინა და ეკითხა, მხარს უწერდა თუ არა იგი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რასაც მათ შორის დაპისრისპირება მოჰყვა. „ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს... უნამუსო ხარ“, - ასე მიმართა ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას, რაზეც ოდიშარიამ უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ პარლამენტის შენობის კვლავ პიკეტირება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ეზოში უმრავლესობის წევრებს სასტვენებით ხვდებიან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)