|
2019-11-28 10:32:38, 1091 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი: სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით ყველა მოქალაქის დასაცავად, მათ შორის, მომიტინგეების
„ჩვენ პოლიციელები ვართ და რამდენიც საჭირო იქნება ვიდგებით ქუჩების, მოქალაქეების დასაცავად, მათ შორის მომიტინგეების“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შს მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სიტუაცია ყველას უქმნის დისკომფორტს. „დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან. პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები. ყველა ვართ ცოდო, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა და ყველასთვის დისკომფორტია, თუმცა გადაწყვეტილება რაც მიიღო პარლამენტმა, მე არ შემიძლია შევცვალო. მთავრობის წევრები მხარს ვუჭერდით პროპორციულ სისტემას, თუმცა ჩავარდა. მივუშვა და შევარდნენ პარლამენტში, დაანგრიონ, დალეწონ, გადაკეტონ გზები? ეს არის ნორმალური?“, - განაცხადა გომელაურმა. მანვე დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია საპოლიციო რესურსი და თუ აქციის მონაწილეები კანონის დარღვევას შეეცდებიან, პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)