|
2019-11-27 21:35:56, 15447 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
27 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ საფრანგეთიდან მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, ამელი დე მონშალენიმ საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღწეული შედეგების შესახებ კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა. გამოსვლის შემდეგ, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოაბარა და სიმბოლურად გასაღები გადმოცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს და საქართველოს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მოაწერეს. უკვე მოქმედი თავმჯდომარის რანგში, მინისტრმა ზალკალიანმა კომიტეტის წინაშე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პრეზენტაცია გამართა. თავის გამოსვლაში მინისტრმა საფრანგეთს წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დიდი პატივია უკვე მოქმედი თავმჯდომარის როლში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლა. „თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის სამი ძირითადი ღირებულების - დემოკრატია, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობა - დაცვაში" - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა კომიტეტს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო და დეტალურად ისაუბრა თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე და აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციებზე, რომლებიც წლის განმავლობაში ქ. სტრასბურგში საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით გაიმართება. საქართველომ თავმჯდომარეობისთვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. თემატური ღონისძიებების გარდა, თავმჯდომარეობის პერიოდში, ქ. სტრასბურგში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)