|
2019-11-27 13:35:33, 1580 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირება ქართული იუსტიციის სისტემაში გაიარეს
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალი საჯარო მოხელეები მიიღო, რომლებმაც სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეგიდით დანაშაულის პრევენციის ცენტრში გაიარეს. საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს სისტემის მომავალი საჯარო მოხელეები ამჟამად საფრანგეთის არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვის ეროვნული სკოლის (ENPJJ) სტუდენტები არიან. კონკურსის შედეგად ისინი რამდენიმე თვეში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში დირექტორების პოზიციებს დაიკავებენ, თუმცა, მანამდე ისინი ვალდებულნი არიან, სტაჟირება რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაიარონ. სწორედ ამიტომ მომავალი ფრანგი საჯარო მოხელეები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში იქნენ სტაჟირებაზე მოვლინებულნი და გამოცდილება მიიღეს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განრიდების პროგრამებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის სახელმწიფომ სტუდენტები სტაჟირებაზე საქართველოს იუსტიციის სისტემაში გამოგზავნა. ამ მიზნით 2019 წლის 22 ოქტომბერს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვის ეროვნულ სკოლასა (ENPJJ) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის. მომავალმა ფრანგმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირების ფარგლებში სწავლება გაიარეს საქართველოს იუსტიციის სისტემის შიგნით სხვადასხვა სამსახურში. სტუმრები გაეცნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომზადებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის პრაქტიკაში დანერგვისა და მომზადების პროცესს, განრიდების პროგრამებს, აღდგენითი მართლმსაჯულების არსებულ გამოცდილებასა და მიღწევებს, არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების სპეციფიკას და სოციალური მუშაკის როლს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემებში. სტუმრები იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც სააგენტოს სარეაბილიტაციო სერვისებს გაეცნენ, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, იუსტიციის ქართული სისტემისთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, რაც საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისგან დაცვის წინაპირობაცაა. საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირების ფარგლებში შეხვედრები, ასევე, გამართეს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იურიდიული დახმარების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)