|
2015-07-22 13:56:19, 751 ნახვა
საზოგადოება
საფოსტო მარკები "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015" მიმოქცევაში შევიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, დღეიდან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015“ მიმოქცევაში შევიდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. თბილისში რამდენიმე დღეში სტარტს ოფიციალურად აიღებს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს და ჩვენი დედაქალაქი მოექცევა მსოფლიოს სპორტული და არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების თვალთახედვის არეალში. აღნიშნულ მოვლენას მიეძღვნა პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, 22 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და შპს „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. საფოსტო მარკებზე გამოსახულია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური ლოგო, ე.წ. თილისმა - ხოხობი და ფესტივალის სპორტული სახეობების სიმბოლოები. თითოეული საფოსტო მარკის ღირებულება იქნება 2 ლარი, ხოლო ორმარკიანი მცირე ფურცლის - 4 ლარი. საფოსტო მარკების დიზაინერები არიან თამარ დემეტრაშვილი და გიორგი ქართველიშვილი. ახალი საფოსტო მარკების შეძენა შესაძლებელი იქნება შპს „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო განყოფილებებსა და სერვის-ცენტრებში. საფოსტო მარკა წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის გამოხატვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს, რომელიც ასახავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მოვლენებს, ისტორიულ წარსულს, კულტურას, ხელოვნებას, მიღწევებს სპორტში, მეცნიერებაში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)