|
2019-11-27 11:54:40, 932 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს
თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, სტრატეგიის შემუშავებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე გამოყო გრანტი დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით. EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შერჩეულია ის კონსორციუმიც, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს შექმნის. „ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში ხარვეზების აღმოჩენა. ასევე, უნდა შემუშავდეს ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში და უბნებში უკვე განთავსებულია სეპარაციის ურნები, თუმცა ეს არასაკმარისია. „გვინდა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით დამუშავდეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. აქაც გვინდა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ. გარდა ამისა, წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებაზე - ეს არის გაზშემკრების მოწყობა. ამასთან, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით დავამუშავებთ პროექტს, რომ გამომუშავებული გაზი გარდავქმნათ ელექტროენერგიად და შემდეგ ის გამოყენებული იყოს ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)