|
2019-11-27 10:56:19, 772 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მე-6 პლენარული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მე-6 პლენარული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ტყის ახალი კოდექსის, როგორც სექტორში პოლიტიკის გამტარებელი დოკუმენტის მნიშვნელობაზე და ყურადღება ტყის მდგრად მართვაზე გაამახვილა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტყის ინვენტარიზაცია და ტყის საინფორმაციო სისტემა სექტორში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს აქტიური მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გერმანიის მთავრობის მხრიდან სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „საქართველოს ტერიტორიის 40% ტყის საფარია. მისი მოვლა ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. ჩვენ, პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების დროს, პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე, ტყის მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა - საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აჭარის ა/რ სატყეო სააგენტომ - 2019 წელს მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეროვნული სატყეო პროგრამა 2013 წლიდან მიმდინარეობს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და რომლის მიზანსაც საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობა ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)