07:09 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 20:09:51, 1371 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

"ერთად ერთის წინააღმდეგ!" - პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია.

ისინი აცხადებენ, რომ სანამ ვადამდელი პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ პარლამენტის პიკეტირება დღეს არ იგეგმება. ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ადგილზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

პარლამენტის შენობის წინ, ასევე ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე კვლავ პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics