|
2019-11-25 13:53:51, 1259 ნახვა
პოლიტიკა
ზოიძე: უმრავლესობას ულტიმატუმით არ ველაპარაკები, ჩემი შეთავაზება ძალაში რჩება
„მე არავითარი ულტიმატუმი არ დამიყენებია უმრავლესობისთვის, რომ დავტოვებდი მანდატს თუ ამ ჩემს მიერ დაყენებული რეფერენდუმის შეთავაზებას არ მიიღებდნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. „ჩემი გადაწყვეტილება, რაც გავახმოვანე ძალაში რჩება ანუ მე მიმაჩნია, რომ დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. დღეს ჩვენმა გუნდმა არ გაიზიარა რაც მე მიმაჩნდა, რომ იქნებოდა პოლიტიკური პროცესის ნორმალურ პროცესში გადაყვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ შევკითხოდით ხალხს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი რეალურად არ გადაიდგმება. რაც შეეხება მომავლს, ვხედავ რომ გარკვეული რესურსები არის დარჩენილი პოლიტიკური პროცესის ნომრალურ კალაპოტში გადატანის, რაც უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ჩემი შეთავაზება არ გაიზიარა უმრავლესობამ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენს, პოლიტიკური პროცესები უნდა განიხილოს მაგიდასთან და არა ქუჩაში დაპირისპირების მიმართულებით. რამდენიმე დღეში გამოჩნდება საით წავა, იქნება შემდგომი პლურალიზაცია თუ შემდგომი დაპირისპირება და ამის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. პროცესების ასე გაგრძელება ამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. თუ გაიზიარებენ პლებისციტის მოთხოვნას, მაშინ გავალ ხალხში და დავარწმუნებ, რომ აუცილებლად პროპორციულ არჩევნებს მისცენ ხმა. მე მინდოდა შეჯიბრება თუ რატომ იყო ამ სიტუაციაში კარგი პროპორციული არჩევნები ან მაჟორიტარული არჩევნები. ორივე მხარე წარმოადგენდა თავის არგუმენტებს და ხალხი მიიღებდა გადაწყვეტილებას. მე არავითარი ულტიმატუმი არ დამიყენებია უმრავლესობისთვის, რომ დავტოვებდი მანდატს თუ ამ გადაწყვეყვეტილებას არ მიიღებდნენ“, - განაცხადა ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიმართა და რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა, თუმცა მისი შეთავაზება მმართველმა გუნდმა არ დააკმაყოფილა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)