|
2019-11-23 18:26:09, 2656 ნახვა
საზოგადოება
„ბიძინა შედი ბუტკაში“ - ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები მართავენ. მათ ადგილზე მუყაოს ჯიხური აქვთ მიტანილი, წარწერით „ბიძინა შედი ბუტკაში“. „მან არც ერთი დაპირება არ შეასრულა. გადააგდო ქართველი ხალხი. ის ყოველთვის გვატყუებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეტანა ბუტკა, გაგვეკეთებინა წარწერები ჩვენი მოთხოვნებით, საიდანაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და უნდა მივიღოთ ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად შევა ბუტკაში, დატოვებს საქართველოს თავსი მონებთან ერთად, ჩვენ, საქართველო გააგრძელებს თავის ყოფა-ცხოვრებას ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, ნიკა ფარულავამ. აქციის გამო, ივანიშვილის ბიზნესცენტრთან პოლიციაა მობილიზებული. შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)