|
2015-07-21 17:51:01, 510 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საქართველო არის სანდო დასაყრდენი პარტნიორი ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის
„საქართველო არის აბსოლუტურად სანდო დასაყრდენი, პარტნიორი ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ევროკავრიშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, ქართული შენაერთების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში დასტურია იმისა, რომ საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილია. „საქართველო არის აბსოლუტურად სანდო დასაყრდენი პარტნიორი ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ეს საუკეთესოდ დადასტურდა ცენტრალური აფრიკის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ფრანგულ კონტიგენტთან ერთად მხარდამხარ ვიდექით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭიდრდა ამ მისიას. ამას ყველა აღიარებს. რომ არ ყოფილიყო ქართული კონტიგენტი, შესაძლოა, ეს მისია საერთოდ არ შემდგარიყო. ანალოგიურია ავღანეთშიც ქართველების თანამონაწილეობა, როდესაც პატარა ქვეყანას რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჯარი გყავს, თუ დავითვთლით აშშ-ის მერე, ეს ყველაზე კარგად ადასტურებს ყველა იმ განაცხადს, რომელსაც პოლიტიკოსები და ქართველი ხალხი აკეთებენ ხოლმე რეფერენდუმებზე და ყოველი არჩევნების წინ. ჩვენი ინტეგრაციის გზა სწორედ ამ მისიებში მონაწილეობით დასტურდება“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)