18:49 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 17:51:13, 553 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა  ქ. პარაკასში, პერუ მ. წ. 1-3 ივლისს გამართულ ორგანიზაციის მე-10 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს.

წყნარი ოკეანეთის ალიანსი წარმოადგენს ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკისა და პერუს მიერ დაარსებულ რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც ზემოაღნიშნული ქვეყნების  ეკონომიკურ ინტეგრაციასა და აღნიშნული გაერთიანების სხვა ქვეყნებთან თუ სავაჭრო ბლოკებთან ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთვის წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობის შედეგია, ხელს შეუწყობს საქართველოს აღნიშნული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics