|
2019-11-21 15:45:12, 800 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ორ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, როსტევანის ქუჩაზე - შეყლაშვილის ქუჩიდან კვირაცხოვლის ქუჩის მონაკვეთამდე, ჯამში, 5 400 კვადრატული მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. გარდა ამისა, სამუშაოები დასრულდა გოგიძის ქუჩაზე, სადაც 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ამიერიდან კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 551 148 ლარით დაფინანსდა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)