|
2019-11-21 12:55:00, 988 ნახვა
საზოგადოება
ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრი გაიხსნა
ვითიბი ბანკმა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრის მშენებლობა დააფინანსა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. ბანკის დაფინანსება საავადმყოფოს მშენებლობას, რემონტს და სამედიცინო აპარატურის შეძენას მოხმარდა. დიაგნოსტიკური ცენტრს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა: მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასეთი მაღალი დონის დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაში. ვითიბი ბანკისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და უახლოეს პერიოდში ვითიბის დაფინანსებით კიდევ ერთი თანამედროვე კლინიკის გახსნაა დაგეგმილი. ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)