09:01 - 16 Aug, 2026
|
2019-11-20 16:38:23, 2008 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას აქტიურად ვაგრძელებთ. აღნიშნულ დასახლებაში 160 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გასულ წლებში, გამგეობის დაკვეთით, აქ სპორტული მოედანი რეაბილიტირდა და საბავშვო გასართობი ატრაქციონიც მოეწყო, ახლა კი მთლიან ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 210 000 ლარი გამოყო.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)