|
2019-11-20 16:36:15, 2636 ნახვა
რეგიონი
ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება
კლდეზე დაკიდული სასტუმრო (კაფსულა) ექსტრემალებისთვის, საფესტივალი სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები და გასართობი ატრაქციები ბუნებაში - მცირე ჩამონათვალია იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლის განხორციელებაც აჭარაში, ჭვანის ხეობაში იგეგმება. ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას მოიცავს. გეგმის მიხედვით ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. „ჩვენი მიზანია აჭარაში შევქმნათ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, სადაც რეგიონის სტუმრები წლის ნებისმიერ დროს იმოგზაურებენ. ამ მხრივ გამორჩეულია ჭვანის ხეობა თავისი მდიდარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივი რესურსებით, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში შეიქმნას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა ხაბელაშვილების ხიდიდან წისქვილების სოფლამდე, მეორეს მხრივ კი გარდამავალი ტურისტული მარშრუტები ჭვანის ხეობიდან სხვა მუნიციპალიტეტებში. შედეგად, ჭვანის ხეობა გახდება საინტერესო ტურისტული მიმართულება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმის იზიდავს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა საშუალება აქვთ ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ გამორჩეული კი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)