|
2019-11-19 15:56:08, 1273 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon Savim Automne“ გაიმართა, რომელზეც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ”LE PONT CAUCASIEN“-ის ორგანიზებით, საქართველოდან ღვინის 12 მარნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. „Salon Savim Automne“, თავისი 30 წლიანი ისტორიით, ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება საფრანგეთში, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ფესტივალს სტუმრობენ როგორც ღვინის იმპორტიორები და კომერციული პირები, ასევე ღვინის მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ჯამში ღონისძიებას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს. საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში მზარდია. „Salon Savim Automne“-ზე ქართული ღვინის წარდგენა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)