23:22 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 15:40:33, 2169 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ხუნდაძის ინიციატივაზე: მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს

„საკანონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირება არის გაწერილი კანონით და ამ კანონის გარეშე, შეუძლებელია ასეთი ინიციატივის განხორციელება“ , -ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის, ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის თქმით, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს.

 „მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს და როგორც ხუნდაძემ განაცხადა, ეს არის იმ მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა და პოზიცია, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, სამწუხაროდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია, მაგრამ საკნონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირება არის გაწერილი კანონით და ამ კანონის გარეშე, შეუძლებელია ასეთი ინიციატივის განხორციელება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics