|
2019-11-18 14:27:38, 6682 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, სადაც საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. დოკუმენტს ხელი თავდაცვის დეპარტამენტში მოეწერება. თავდაცვის მინისტრი ვიზიტს ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგის სამხედრო ქვედანაყოფში სტუმრობით დაიწყებს, სადაც ამერიკელ გენერლებთან გამართავს შეხვედრებს და ფორტ ბენინგის ფუნქციების, ამოცანისა და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციას მოისმენს. ირაკლი ღარიბაშვილი ფორტ ბენინგის ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას და ერაყის საბრძოლო ოპერაციებში გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგებს პატივს. ატლანტაში, ეროვნული გვარდიის ცენტრში თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჯორჯიის შტატიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს. იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში ღია სესიაზე, ასევე შეხვედრა საზღვაო ძალების წვრთნისა და განათლების სარდლობის ხელმძღვანელობასთან ქუანტიკოში. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც გაემგზავრება და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)