|
2015-07-21 13:02:10, 417 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს კაი შელლერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (Bundesrechnungshof) პრეზიდენტს, კაი შელლერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BRH) თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო სახსრების გამოყენების ანგარიშვალდებულებას და ქვეყანაში უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის როლს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე. კაი შელერი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BRH) რიგით მე-10 პრეზიდენტად 2014 წლის 30 ივნისს დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)