22:37 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 17:12:22, 1337 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება

„დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის შენობაში ვერ შევა ვერც ერთი ივანიშვილის გოშია, ვიდრე არ გაფორმდება ქართველი ხალხის გამარჯვება და არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა.

„საქართველოს მთავარ მოედანზე შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ ჩვენ აქ რაღაც მოთხოვნები გავაჟღეროთ, არამედ ჩვენ უნდა დავიწყოთ გაფორმება იმის, რაც უკვე შედგა. დღეს ჩვენ ვიბრუნებთ ყველაზე მთავარს და ეს არის ჩვენი სამშობლო. რამდენჯერაც არ უნდა დაგვემუქროს ივანიშვილი და რამდენი მუშტიც არ უნდა მოგვიღეროს მას ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. დღეს ქართველი ხალხი აქ გავაფორმებთ გამარჯვებას სიბნელეზე, გამარჯვებას ოლიგარქიაზე. მე მინდა რუსი ჯალათის, გიორგი გახარიას გასაგონად ვთქვა, რომ ყველა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა მოახდინოს სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება. დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება. ამ შენობაში ვერ შევა ვერც ერთი ივანიშვილის გოშია და თუ შევლენ მხოლოდ ერთადერთი მიზნით, გააფორმონ ქართველი ხალხის გამარჯვება და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics