|
2019-11-17 16:57:59, 1342 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: პარლამენტის კარი მარტო ერთხელ გაიხსნება, როცა ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას
„პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. თუ ისინი აქ შევლენ, ისინი საშვილიშვილოდ დაგვასვამენ მურუსიძეს, უდიპლომო ნაგავს და მისნაირებს თავზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის კარი მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როცა ჩაიბარებენ ივანიშვილის კაპიტულაციას. „ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. თუ ეს მოღალატეები შევიდნენ პარლამენტში, ისინი საშვილიშვილოდ დაგვასვამენ მურუსიძეს თავზე, უდიპლომო ნაგავს თავზე, უსინდისოებს თავზე იმისათვის, რომ მერე საშვილიშვილოდ გაიხანგრძლივონ მმართველობა. ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო, იმიტომ რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი სიღარიბეს, სიღარიბე კი ტანჯავს ყველა ადამიანს, გარდა ივანიშვილისა. დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი. „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ვინც დარჩით, თქვენ ხვალიდან პარლამენტის შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებთ. არც ერთი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხვალიდან პარლამენტის შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებს. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, გვაქვს უფლება რომ არ მივცეთ მოძალადე, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. როცა ჩვენ ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ, კვლავ წავუყენებთ პირობას, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. მარტო ერთხელ გაიხსნება ეს კარები, როცა ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)