|
2019-11-16 16:47:56, 1814 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ - მოვუწოდებთ მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ექიმის გასათავისუფლებლად
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებს და დიპლომატიურ მისიებს საქართველოში, მოუწოდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. აღნიშნულის შესახებ განცხადებას მოძრაობა „ლელო“ მათივე ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს ხელისუფლება ვერ ქმნის უსაფრთხოების ადეკვატურ მექანიზმებს, მუდმივად ცდილობს ფაქტების მიჩუმათებას და საზოგადოებაში უსუსურობისა და „დამარცხებულობის“ განცდის დანერგვას. „9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ოკუპანტებმა დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. აღნიშნული ფაქტით დაირღვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ექიმის ხელშეუხებლობის შესახებ. საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მისვლის მიზანი იყო ახალგორში მცხოვრები 67 წლის თამარ გიგაურისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. სამწუხაროდ, ადამიანების გატაცებამ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან რეგულარული სახე მიიღო. საქართველოს ხელისუფლება ვერ ქმნის უსაფთხოების ადეკვატურ მექანიზმებს, მუდმივად ცდილობს ფაქტების მიჩუმათებას და საზოგადოებაში უსუსურობისა და „დამარცხებულობის“ განცდის დანერგვას. რომ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ავტორიტეტი, გატაცების ფაქტი მორიგ გაუხმაურებელ მოვლენად დარჩებოდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებს, დიპლომატიურ მისიებს საქართველოში, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე საქართველოა!“, - წერია განცხადებაში.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)