|
2019-11-15 17:25:37, 1754 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტო უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს
უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის მიწვევით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება. „უნგრეთს დიდი გამოცდილება აქვს ნადირობის ეფექტიანი რეგულირების და სანადირო სახეობების აღწარმოების მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიზიაროთ მათი გამოცდილება და საქართველოში დავნერგოთ ევროპის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა, რაც ველური ბუნების მდგრად მართვაში დაგვეხმარება. მისასალმებელია, რომ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების მართვის დეპარტამენტმა მზადყოფნა გამოთქვა ჩვენს სააგენტოსთან ითანამშრომლოს ბუნების მდგრადი მართვისა და ნადირობის თანამედროვე მეთოდებით რეგულირების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, - აღნიშნა ველური ბუნების სააგენტოს დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ველური ბუნების სააგენტოს წარმომადგენლები უნგრელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ და ნადირობის მართვის თანამედროვე მიდგომებს უნგრეთის სამონადირეო სფეროს ექსპერტებისგან გაიზიარებენ. უნგრეთში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (FAO) პროგრამის „ველური ბუნების მართვის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)