|
2019-11-15 16:53:37, 2234 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შვილობილებს და მეზობლებს გეგმა ჩაეშალათ, ვულოცავ საზოგადოებას
„ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ დანამატებს, მათ განაყოფებს, შვილობილებს თუ მეზობლებს ჩაეშალათ გეგმა და მე ამას ვულოცავ ქართულ საზოგადოებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის ჩავარდნას რომ აქციები მოჰყვებოდა სრულიად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჯობია მოკლევადიანი რყევები, ვიდრე გრძელვადინ პერიოდში ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგეს. „არჩევნები 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით, ეს არის გარანტია იმისა, რომ ჯერ ერთი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანამ იცხოვროს სტაბილურად და მას ჰყავდეს მყარი მთავრობა, ასევე არ დავუშვით, რომ უშუალო კავშირი გაწყვეტილიყო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის. რადგან ახალი ინიციატივით, პროპორციული სისტემით მათ არ ეყოლებოდათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და არ იქნებოდა ბიუროები, სადაც მეტად ხელმისაწვდომია დეპუტატი ნებისმიერი ამომრჩევლისთვის. კიდევ არის მთავარი, „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ დანამატებს, მათ განაყოფებს, შვილობილებს თუ მეზობლებს მათ ჩაეშალათ გეგმა და მე ამას ვულოცავ ქართულ საზოგადოებას აქციები რომ იქნებოდა და უმრავლესობაშიც გარკვეული რყევები დაიწყებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ ჯობია ამ მასშტაბის მოკლევადიანი რყევები, ვიდრე შემდეგ გრძელვადიანში ქვეყანა დადგეს არასტაბილური რეალური საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)