|
2019-11-14 15:05:18, 1122 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ორგანიზებით, საპროტესტო აქციას მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. „დღეს ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის სცენარით მოწყობილი ცირკი. ვნახეთ, როგორ ცდილობს ის ძალაუფლების ყველანაირი მეთოდით შენარჩუნებას. არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევდა ძალაუფლების დათმობა, რისთვისაც ის მზად არ არის! მაგრამ ჩვენ, ხალხი ვართ მზად, დავიბრუნოთ პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული ჩვენი ქვეყანა! ახლა, ამ მომენტში არსებობს ერთადერთი სწორი ნაბიჯი: პარლამენტთან მისვლა და იმის დაბრუნება, რაც ჩვენ გვეკუთვნის! ძალა ხალხშია! ერთად ერთის წინააღმდეგ! ერთად ქვეყნისთვის!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან არიან შეკრებილი. ამასთან, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)