|
2019-11-14 13:40:05, 987 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, 3 %-იანი ბარიერით
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3 %-იანი ბარიერით, ბლოკებით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარული მექანიზმების გამოყენებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კანონპროექტზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტს უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა და ოპოზიციის დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი, შესაბამისად გადაწყვეტილება პარლმანეტის მიერ არ არის მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3 %-იანი ბარიერით, ბლოკებით,შერეული სიტემით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარული მექანიზმების გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლმანეტმა . კენჭისყრის შედეგები არის საჯაროდ ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ---- ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით , მან ყვეაფერი გააკეთა იმისათვის რომ ყოფილიყო ხმების საკმრისი მობილიზაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)