|
2015-07-21 10:19:09, 388 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: შეხვედრის შემდეგ ენთუზიაზმი მომემატა
„შეხვედრის შემდეგ ენთუზიაზმი მომემატა, რომ წლის ბოლოს სერიოზული შედეგების მიღწევას შევძლებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ჯერ კიდევ გზა გასავლელია“, თუმცა, უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი სწრაფად წავა, რასაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს. “შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო ოპტიმისტური ვარ და ენთუზიაზმი მომემატა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლოს შევძლებთ სერიოზული შედეგების მიღწევას, თუმცა ჯერ გზა გასავლელია და ყველაფერი დასრულებული არ არის, მაგრამ შეხვედრაზე სტუმრის და მისი თანხმლები პირების განწყობიდან გამომდინარე, ეს რწმენა კიდევ უფრო გამიმყარდა. ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წავა და ამ შედეგებს თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ. ეს არის ამ ვიზიტის მთავარი შედეგი”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)