|
2019-11-13 15:40:47, 1872 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, კუს ტბის გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულდება. „კუს ტბასთან მისასვლელი გზა დღეისთვის მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით უქმეებზე, როდესაც დამსვენებლები იქ ოჯახებითა და შვილებით ადიან. მომდევნო დღეების განმავლობაში, დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს, რომელიც სწრაფად დასრულდება, რადგან იქ არ გვიწევს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება სამკილომეტრიან გზას. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 20 000 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდება გარე განათების ქსელი. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებზე დაახლოებით, 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯი არ ჯი“ განახორციელებს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)