|
2019-11-13 15:39:23, 1727 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართები თამარაშვილის N38-ში მცხოვრებ შვიდ ოჯახს, ჭიჭინაძის N12-ში მცხოვრებ სამ ოჯახს, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებ 13 ოჯახს, გახოკიძის N8-ში მცხოვრებ ოთხ ოჯახს, გლდანის პირველ მიკრორაიონში, 3 ბ-ში მცხოვრებ 17 ოჯახს, მესამე მასივის ზემო პლატოზე, N42 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს დაუკანონდება. „ძალიან კარგად ვიცი თუ რამხელა სიხარული და ბედნიერებაა ეს. ჩვენ ვხვდებით ამ ადამაინებს და სიმბოლურ ფასად გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდებოდნენ, ითხოვდნენ და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით დაწყებული პროექტი გრძელდება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)