|
2019-11-13 13:42:43, 1522 ნახვა
საზოგადოება
ივერთუბანში 600 ოჯახისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება
ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, ივერთუბანში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალარინების მოწესრიგებული ქსელი ექნება. „ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ GWP-სთან ერთად, შესაბამისი პროექტი განვახორციელოთ. შედეგად, იქ მცხოვრებ 600 ოჯახს მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი ექნება. რაც კი საჭიროა, ეს უბანი ყველანაირად მოწესრიგდება - რეაბილიტირებული ქუჩებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით და ა.შ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს სამუშაოები GWP-სთან ერთად ჩავატაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ივერთუბანში წყალარინების ქსელის მოწყობას თბილისის მერია GWP-სთან ერთად, მომდევნო წელს, თანადაფინანსებით განახორციელებს. პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარი იქნება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)