|
2019-11-12 18:51:18, 1390 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის მერიამ დროშა ვერც მეოთხედ დაკიდა
ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე, საქართველოს დროშა მეოთხე მცდელობის შემდეგაც ვერ დაკიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წინა სამი ტენდერი ისე გამოცხადდა, რომ ქუთაისის მერიას დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა - ნიადაგი შესწავლილი არ ჰქონია. მიმდინარე წლის 18 ივლისს, მერიამ მეოთხე, 5 000-ლარიანი ელექტრონული ტენდერი სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ, როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა, თუმცა ტენდერი არც ამჯერად შედგა. პირველი ელექტრონული ტენდერის ღირებულება 4500 ლარი იყო და მის მიზანს საპროტესტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები წარმოადგენდა, მაგრამ ტენდერი არ შედგა. მერიამ მეორე ტენდერი დროშის მოწყობის სამუშაოებზე გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 65 000 ლარს აჭარბებდა. თანხის ეს მოცულობა ადგილობრივმა ოპოზიციამ გააპროტესტა, პროტესტის შემდეგ კი მერიამ ტენდერი შეწყვიტა. მოგვიანებით, ქუთაისის მერიამ განაცხადა, რომ ინდურმა კომპანიამ ქალაქს დროშის 46-მეტრიანი დგარი აჩუქა და ეროვნული სიმბოლიკის მოწყობის სამუშაოები კვლავ ტენდერზე გაიტანა. მესამედ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 36 299 ლარი იყო. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამჟამად ხელახალი ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადებიან. დროშა 36 მეტრის სიმაღლეზე უნდა აღმართონ. ეროვნული სიმბოლიკის ქვეშ ოთხი სანათი დამონტაჟდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)