|
2019-11-12 16:18:38, 1143 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ
თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, ამგვარი ჯიშის რამდენიმე ლეკვი დაიბადა, თუმცა რაოდენობა დადგენილი ჯერ ზუსტად არ არის. „რომ იმშობიარა დედამისმა, ვიცოდით, მაგრამ რამდენი გააჩინა, ან რა სქესის, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ბუნაგში ჰყავს პატარები შემალული და არავის აჭაჭანებს ახლოს. ჩვენც არ ვურღვევთ მყუდროებას, არ ვანერვიულებთ, პალატაში არ ვეჭრებით, არიქა, ბავშვები დაგვანახეო და ვაძლევთ საშუალებას, თვითონ გადაწყვიტოს, როდის წარუდგინოს სამყაროს ნაშიერები. ჰოდა, როგორც ჩანს, ამის დროც დადგა. რამდენიმე დღეა, რაც გარეთ გამოყვანა დაიწყო. ჯერჯერობით ორი ცალი გვაჩვენა. გამოსვამს ცოტა ხნით, მზეს მიაფიცხებს, გააგორ-გამოაგორებს, გაასუფთავებს, მუცლებს დაუმასაჟებს, მერე ჩაავლებს პირს და უკან, ბუნაგში აბრუნებს“, - აღნიშნულია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარკის ცნობით, პირველ რიგში იმიტომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი, რომ აფხიკული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ზოოპარკებში, სადაც მათი გადარჩენის პროგრამები ხორციელდება, ადვილად ვერ მრავლდებიან, რაც თბილისის ზოოპარკმა შეძლო.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)