|
2019-11-12 13:57:57, 1229 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: ივანიშვილი და რუსეთი ერთია, თქვენ ხართ ივანიშვილის გოშიები
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს აკრიტიკებს. მისი თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის სახელით შევა. „თქვენ და რუსეთი ხართ ერთი. ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ივანიშვილის გოშიები. მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო. იმიტომ, რომ ჩვენ დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით. თქვენ მოხვედით აქ იმისთვის, რომ ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცემა მიჩქმალოთ. გინდათ გაიგოთ სიმართლე საპატრიარქოსტან დაკავშირებით, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, დავიბაროთ ყველა და დავუსვათ კითხვები. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ ვინ ცდილობს საქართველოს ეკლესიაში ჩარევას. დარეგისტრირდა მოთხოვნა და დაუჭირეთ მხარი“, - მიმართა დეპუტატმა მმართველი გუნდის წევრებს.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)