19:29 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 13:32:33, 1142 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი კობახიძეს: თქვენ რომ სინდისი გაგაჩნდეთ, პარლამენტში აღარ შემოხვიდოდით

„ბატონო ირაკლი კობახიძე, თქვენ რომ სინდისი გაგაჩნდეთ, საქართველოს პარლამენტში აღარ შემოხვიდოდით“,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე. 

სამადაშვილმა კობახიძეს 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები შეახსენა და მას ე.წ. გავრილოვის ღამის „შემოქმედი“უწოდა.

„ბატონო ირაკლი კობახიძე, თქვენ რომ სინდისი გაგაჩნდეთ, საქართველოს პარლამენტში აღარ შემოხვიდოდით.  20 ივნისის შემოქმედი ადამინი, რომელიც არის პასუხისმგებელი პარლამენტის წინ დაღვრილ სისხლზე და დათხრილ თვალებზე ამ პარლამენტში აღარ უნდა შემოდიოდეს და თქვენ ბედავთ, რომ აქ მოდიხართ და კიდევ ჭკუას გვარიგებთ?“, -განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ,  რომ დღეს,  პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენალური სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics