|
2019-11-11 15:37:15, 1226 ნახვა
საზოგადოება
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე სტუდენტებს უმასპინძლეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება. სოფლის მეურნეობაში ახალაგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების სტუდენტებს ჯიღაურას მარავლწლოვანი კულტურების და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაცო ბაზებზე უმანსპინძლა. ახალგაზრდები ცენტრის საქმიანობას და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ, ჯიღაურას ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები დაათვალიერეს და ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუდენტებმა ვირუსოლოგიისა და ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. UNESCO 2001 წლიდან აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც საზოგადოების და მეცნიერების დაახლოება, მეცნიერებაში არსებული სიახლეების შესახებ მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერების როლის ხაზგასმაა.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)