|
2019-11-09 11:57:08, 1873 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოში განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანების უფლებები ყოველთვის იყო და იქნება დაცული
„ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ცუდი სანახავი იყო, ძალიან სამწუხაროა“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახი კალაძე გუშინ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანების უფლებები ყოველთვის იყო დაცული და ეს ასე გაგრძელდება. „ძალიან ცუდი სანახავი იყო ის რაც გუშინ ვიხილეთ, ძალიან სამწუხაროა. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები და ყველას უფლებები ყოველთვის იყო დაცული, ეს დღესაც ასე იქნება და მომავალშიც“, - განაცხადა კახი კალაძემ. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ. კალაძის განმარტებით, საქმე ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს აცოცხლებს. „ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი - ის ადამიანები , რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან, მათ შორის ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე. მეორე კი ის ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ანალიზზსაც სწორს გააკეთებს“,- განაცხადა კალაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)