|
2019-11-08 21:30:55, 3220 ნახვა
საზოგადოება
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგა - მაყურებლებმა კინო „ამირანი“ უსაფრთხოდ დატოვეს
კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა დასრულდა. კინო „ამირანი“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ფილმის მოწინააღმდეგების ყველაზე მეტი რაოდენობაა შეკრებილი, მაყურებლებმა უსაფრთხოდ დატოვეს. ძალადობრივი ჯგუფები ადგილზე რჩებიან და აცხადებენ, რომ 10-საათიან კინოჩვენებასაც გააპროტესტებენ. ამასთან, კინოთეატრის შესასვლელთან პოლიციის და სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონებია განლაგებული. ცნობისთვის, დღეს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ფილმის პრემიერის ჩაშლა სცადეს, თუმცა შენობაში შესვლის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მიმდინარეობისას დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა თავის არეში ქვა ჩაარტყა. გარდა ამისა, აქციაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით, პოლიციამ 11 პირი დააკავა. And Then We danced-თან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პროტესტი იმის გამო გამოხატა, რომ ფილმში გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაა ასახული. საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ვასაძემ, დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „ეს ფილმი ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას“. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა საპატრიარქოც, თუმცა, მოქალაქეებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)