|
2019-11-08 21:17:19, 1281 ნახვა
საზოგადოება
„სასწრაფოდ უნდა მოხდეს მოძალადის იდენტიფიცირება“ - ომბუდსმენი ანა სუბელიანზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. როგორც ომბუდსმენი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასწრაფოდ უნდა მოხდეს როგორც მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაყენება. „ეს არის შედეგი ძალადობრივი მოწოდებების და იმის, რომ აქციის მონაწილეები ასე ახლოს მიუშვეს მშვიდობიან მოქალაქეებთან! სასწრაფოდ უნდა მოხდეს, როგორც უშუალო მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაყენება ძალადობრივი მოწოდებების გამო! ანა სუბელიანს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“, - წერს ომბუდსმენი ფეისბუკზე. შეგახსენებთ, კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანება თავის არეში აღენიშნება. როგორც სუბელიანი აცხადებს, ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მიზანმიმართულად დაესხა თავს და ქვა ესროლა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)