|
2019-11-07 15:41:46, 1872 ნახვა
საზოგადოება
მამა ელიზბარ ოდიშვილი: ვფიქრობ, ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკაა გარეული
„ვფიქრობ, რომ ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკაა გარეული, მხარეებს ეკლესიის დამორჩილება უნდათ“, - ამის შესახებ ქაშუეთის ტაძარში მოღვაწე მამა ელიზბარ ოდიშვილმა, „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. მამა ელიზბარმა 30 წლის წინანდელი ამბები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მამათმავლობის ცოდვის გამო რამდენიმე სასულიერო პირი განიკვეთა. „მე მახსოვს, როცა იქ რამდენიმე ეპისკოპოსი განიკვეთა. ერთი არქიმანდრიტი იყო, ორი ეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი იყო ერთი, მეორე იყო ჭყონდიდელი. განიკვეთა მამათმავლობის მიზეზით, მაგრამ მერე რა გაკეთდა იცით? რომ განიკვეთნენ, მათ მოუწოდეს, მონასტერში წასულიყვნენ. ეკლესიაში იყო ბრძოლა, ბრძოლა ახლაც არის, და ყოველთვის იქნება ეს. მაშინ იბრძოდა აქ უშიშროება. რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, მე ვერ ვიტყვი, ტყუის, არ ტყუის, მე ხომ სანთელი არ მეჭირა და მე ხომ იქ არ ვიყავი. ვფიქრობ, აქ უკვე პოლიტიკაა გარეული, ეკლესიის დამორჩილება უნდა რომელიმე მხარეს", - აღნიშნა მამა ელიზბარმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)