21:37 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 12:17:18, 1410 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი,  თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა.  აღნიშნული ხელსაწყო, რომელიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე, მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას  და ეხმარება მათ უკეთ მართვასა და განვითარებაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორებისთვის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც მათ ქონდათ, რომ უკეთ ემართათ და განევითარებინათ საკუთარი ბიზნესი. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ არსებული პროგრამები და შევქმენით სრულიად  ახალი, დახვეწილი, ჩვენი პარტნიორების ინტერესებზე მორგებული პროგრამა - OPTIMO, თავისივე მოწყობილობით“,-განაცხადა OPTIMO-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ფოფხაძემ.

OPTIMO მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს თავისი პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.

OPTIMO-ს აქვს დახვეწილი მოლარის სივრცე, სადაც ანგარიშსწორება სწრაფი და მარტივია. სივრცეში მოლარეს აქვს შესაძლებლობა, მოძებნოს პროდუქტი სხვადასხვა კომპონენტით (ფოტო, შტრიხკოდი, დასახელება, კატეგორია) და ასევე დაადასტუროს ან  მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები.

OPTIMO საჭირო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზომის ბიზნესითვის, აწვდის მათ ინფორმაციას და რჩევებს, როგორ გახადონ თავიანთი ბიზნესი წარმატებული, რაც პირდაპირპროპორციულია  OPTIMO-ს წარმატებასთან.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე - www.optimo.ge

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics