21:39 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 11:12:18, 1410 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტა“ 11 ნოემბერს დასაქმების ფორუმს გამართავს

11 ნოემბერი, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს ფოსტის სათავო ოფისში (სადგურის მოედანი #2), დასაქმების ფორუმი გაიმართება. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა პირისპირ შეხვდეს დამსაქმებელს, გაიაროს გასაუბრება და დასაქმდეს საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე.

კურიერის პოზიციაზე  დასაქმებული პირის ანაზღაურება შეადგენს 500 / 750 ლარს, აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული კადრის ძირითადი სამუშაო მოვალეობები გახლავთ: საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის და სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისთვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - gpost.ge

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიაში დასაქმებულია 3000-მდე მაღალკვალიფიციური კადრი.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics