|
2019-11-05 18:25:27, 2422 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ზოსიმე სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე - არ მახსოვს
„გიორგი სხილაძე მე მგონია ვიღაცეების წაქეზებით მოქმედებდა“, - ასე გამოეხმაურა მეუფე ზოსიმე მღვდელი გიორგი სხილაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც სემინარიის სტუდენტის კახა კალაძის მიმართ ეპისკოპოსი ზოსიმეს მხრიდან სექსუალურ თავდასხმაზეა საუბარი. მეუფე ზოსიმეს თქმით, ყველაფერი რაც მის წინააღმდეგ გაჟღერდა არის ტყუილი და ის არ ადასტურებს ცილისწამებასა და ბრალს, რომელიც მას წაუყენეს. „ეს იყო 30-31 წლის წინ. არც გიორგი სხილაძე მახსოვს, არც კალაძე მახსოვს და საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი ის იყო, ჩვენ იმ პერიოდში მოვითხოვეთ სულიერობა, შინაგანა წესის დაცვა, ისინი კი სულიერობას დაუპირისპირდნენ და ის მტრობა ჩვენსკენ გადმოიტანეს“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ „მთავარ არხთან“ საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მამა გიორგი სხილაძე იტყუებოდეს, მეუფემ აღნიშნა, რომ ის წაქეზებულია. „გიორგი სხილაძე მე მგონია ვიღეების წაქეზებით მოქმედებდა. ეს იყო ანტიეკლესიური გამოსვლა. ეს არ იყო მხოლოდ მეუფის წინააღმდეგ გამოსვლა, ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლაც“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)